Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ემუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3  ნაწილების, 57-ე  მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ემუხლის  მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე  საგანმანათლებლო ერთეულის   პროფესიული  განათლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2024 წლის  08 ივლისის   N178/01-01 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, დამტკიცების, შეფასების,  განვითარების  და  პროფესიული  სტუდენტების ზღვრული  რაოდენობის განსაზღვრის წესის“  მე-9 მუხლის  მე-2 და მე-3 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო    უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის  ხელმძღვანელის 2026 წლის 25 მაისის № 11433/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი  პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამების  დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2024 წლის 26 ივნისის N168/01-01 ბრძანებაში და ბრძანების  პირველი პუნქტით დამტკიცებული   პროფესიული   საგანმანათლებლო  პროგრამები:   საექთნო განათლება (განხორციელების ადგილი - თბილისი)  დანართი N1 და საექთნო განათლება (განხორციელების ადგილი - ქუთაისი) დანართი N3, ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული  რედაქციით  (საექთნო განათლება (თბილისი)  დანართი   N1, საექთნო განათლება (ქუთაისი) დანართი N2).

2.   ბრძანების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსების   უზრუნველყოფა და  შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებისთვის  მიწოდება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება კანონით დადგენილ ვადაში შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოში.  მისამართი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია